აშშ-ში, ლოს-ანჯელესში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად სულ მცირე 9 000 სახლი განადგურდა და დაზიანდა. ინფორმაციას latimes-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 130 000 ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
აღნიშნული ხანძარი, შესაძლოა, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მატერიალური ზარალის მომტანი გახდეს.
მასთან, CNN-ის ინფორმაციით, ლოს-ანჯელესის ოლქში, ტყის ხანძრების დროს მოროდიორობისთვის, დაახლოებით, 20 ადამიანი დააკავეს.
მანამდე, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ამერიკელი, რომლებმაც ლოს-ანჯელესის ხანძრის შედეგად სახლები დაკარგეს, სადაზღვეო კომპანიებისგან თანხებს ვერ მიიღებენ.