12 იანვარი 2025,   18:47
ვრცლად
6 თვე იმუშავებს დროებით საგამოძიებო კომისია, შემდეგ ფაქტებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს გადასცემენ პროკურატურას, ძალიან ბევრი ადამიანი დაიკითხება - ლევან მაჭავარიანი

უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ორი მიზანი აქვს და ამ მიზნების მისაღწევად კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს.

მისი განმარტებით, კომისიის მიზანია მოღალატეობრივ ქმედებებში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს და ახალგაზრდებს, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი არ ახსოვთ, დაანახონ, რას ნიშნავდა მათი რეჟიმი და როგორ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობენ ახლა.

"6 თვე იმუშავებს ეს დროებით საგამოძიებო კომისია, რის შემდეგაც ფაქტებზე დაყრდნობილ რეკომენდაციებს გადასცემენ პროკურატურას და შესაბამის უწყებებს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიკითხება, როგორც დაზარალებული მხარე, ასევე ეჭვმიტანილები. ეს ყველაფერი ემსახურება ორ მიზანს, პირველი მიზანი არის ის, რომ სამართლიანობა აღდგეს და დაუსჯელი არავინ არ დარჩეს ამ ქვეყანაში იმ მოღალატეობრივი დანაშაულების გამო, რაც "ნაცმოძრაობის" რეჟიმს აქვს ჩადენილი. მეორე მიზანი - დღეს ვხედავთ, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც ეს ყველაფერი არ ახსოვთ, ცდილობენ დააჯერონ, რომ რაღაც რეჟიმის პირობებში ცხოვრობენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდების ნაწილმა კარგად დაინახოს და თვალ-ყური თვითონ ადევნოს თუ რას ნიშნავდა რეალურად რეჟიმი და გაავლონ პარალელი თუ რა მაღალი სტანდარტების დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობენ ისინი დღეს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები