თბილისში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. სადღესასწაულო განწყობა ყველაზე მეტად ორბელიანების მოედანსა და დედაენის ბაღში იგრძნობა, სადაც საახალწლო სოფელია მოწყობილი.
ადგილზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა, მათ შორის, სამეწარმეო და გასტრონომიული კუთხე დახვდებათ. ყინულის მოედანი კი მსურველებისთვის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.
სანტას სახლი, შეხვედრა ზღაპრის გმირებთან, ატრაქციონების პარკი, საშობაო ბაზარი და თეატრალიზებული წარმოდგენები - პროგრამა 14 იანვრამდე გაგრძელდება.