რუსთაველის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია - პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს.
დემონსტრანტები უცვლელი მოთხოვნებით დღესაც შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
დემონსტრანტები იმ პირების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს და ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან. გარდა ამისა, მათი მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნების ჩატარება, რადგან, მათი თქმით, 2024 წლის არჩევნების შედეგები არ ასახავს რეალობას და არ არის სანდო.
საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია, ამ დროისთვის, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.