12 იანვარი 2025,   19:12
ვრცლად
მოღალატეობრივი ძალა, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ჰქვია, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენა ქვეყანაში უნდა დასრულდეს - არჩილ გორდულაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ის მოღალატეობრივი ძალა, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ჰქვია, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დასრულდეს.

მისი განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც საქართველო და ვერც ქართველი ხალხი ვერ მოისვენებს.

"როგორც პასუხისმგებლობიან ძალას შეეფერება, "ქართული ოცნების" გუნდი ყოველთვის ასრულებს დანაპირებს. 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც სისტემური ძალადობის შემქმნელი, მოღალატეობრივი და აგენტურული ძალა უნდა გასამართლებულიყო. ჩვენ ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებთ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ რა მავნებლები არიან ისინი და ვის დავალებებს ასრულებდნენ და რა იყო მათი ქმედებები. ის მოღალატეობრივი ძალა, რომელსაც "ნაცმოძრაობა" ჰქვია, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც საქართველო და ვერც ქართველი ხალხი ვერ მოისვენებს. ეს ადამიანები თავის ზნეს არ იშლიან და ისევ ასრულებენ მოღალატეობრივ ქმედებებს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები