12 იანვარი 2025,   05:29
ვრცლად
"საერთო ბრძოლაში ერთად ყოფნა სულაც არ ნიშნავს, რომ ხბოს აღტყინების რეფლექსი გქონდეთ" - ანა წითლიძე სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში აკრიტიკებს. წითლიძე წერს, რომ თავად ზურაბიშვილის არჩევასთან დაკავშირებითაც არსებობდა კითხვის ნიშნები.

"გახარიას ხელმძღვანელობით მეორე ტურში კანონიერი ქურდები, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, მოსყიდვა და ტერორი რაც მოაწყვეს, ზუგდიდსა და სამეგრელოს განსაკუთრებულად ახსოვს. არც ია კერზაიას საქმე დავიწყებია ვინმეს, რომლის გამოც არც არავინ დასჯილა და არცერთხელ არ გამოუხატავს სინანული, მის კამპანიას ადამიანი რომ შეეწირა. საერთო ბრძოლაში ერთად ყოფნა სულაც არ ნიშნავს, რომ ხბოს აღტყინების რეფლექსი გქონდეთ", - წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები