ოკუპირებულ სოხუმში, სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ავრცელებს. მედიის ცნობით, სროლა ოკუპირებული სოხუმის ცენტრში მდებარე კაფე "ბისკვიტში" მოხდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ე. წ. პოლიციამ მისი ამოცნობა და დაკავება შეძლო.