12 იანვარი 2025,   23:03
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიაზე: "ამ რამდენიმე წამიანმა დიალოგმა, ალბათ ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური"

"ამ რამდენიმე წამიანმა დიალოგმა ალბათ ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური. სინამდვილეში ხომ ეს არის, რაზეც ჩვენ და ეს მარგინალები ვერ ვთანხმდებით”, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიას და სამართალდამცველს შორის გამართულ დიალოგს, სადაც ხოშტარია პოლიციელს ევროპის მსახურებისკენ მოუწოდებს, პოლიციელი კი აღნიშნავს, რომ ის მხოლოდ საქართველოს ემსახურება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, ეს არის სწორედ ის საკითხი, რაზეც მარგინალებთან შეთანხმება ვერ ხდება.

"ამ რამდენიმე წამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური. სინამდვილეში ხომ ეს არის, რაზეც ჩვენ და ეს მარგინალები ვერ ვთანხმდებით", - წერს პაპუაშვილი.

დღის ამბები