12 იანვარი 2025,   05:28
ვრცლად
"არც დანიელობა გვინდა და არც ამერიკელობა - ჩვენ გვინდა, ვიყოთ გრელანდიელები" - გრელანდიის პრემიერ-მინისტრი

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ესმის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინტერესი კუნძულის მიმართ, მისი სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ გრელანდიელებს არც ამერიკელობა სურთ და არც - დანიელობა.

"გრენლანდია არის გრენლანდიელი ხალხისთვის. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ დანიელები, არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები. ჩვენ გვინდა, ვიყოთ გრენლანდიელები", - თქვა მუტე ეგედემ კოპენჰაგენში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენიც იმყოფებოდა.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს გრენლანდიის დამოუკიდებლობის სურვილს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გრენლანდიასა და პანამის არხზე უფლების მოპოვება სურს, ხოლო კანადას აშშ-თან გაერთიანებას სთავაზობს. 

გრენლანდია არის მსოფლიოს უდიდესი კუნძული, რომელიც დანიის დაქვემდებარებაშია.

 

დღის ამბები