12 იანვარი 2025,   19:36
ვრცლად
ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - დემონსტრანტებს ცოტა ხნის წინ თბილისიდანაც შეუერთდნენ

ბათუმში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტებს, რომლებიც აჭარის მთავრობის სახლთან არიან შეკრებილი, ცოტა ხნის წინ თბილისიდანაც შეუერთდნენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

გუშინ, ბათუმში, სამართალდამცველებმა სამხარეო ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, "ბათუმელების" დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავეს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში რჩება კიდევ 8 პირი, რომლებსაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ხმაური და დაპირისპირება კი სამხარეო ადმინისტრაციასთან გვიან ღამით დაიწყო. სამართალდამცველებმა სულ 12 ადამიანი დააკავეს.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან 4- შსს-მ მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, მათ შორის ერთ-ერთი "ბათუმელების" დირექტორი მზია ამაღლობელი იყო, რომელიც მოგვიანებით უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აიყვანეს.

დღის ამბები