
ბათუმში, სპორტული ცენტრის ბაზაზე, კიბერფეხბურთის ჩემპიონატმა სტარტი აიღო. ტურნირის მონაწილე 500-ზე მეტი აპლიკანტია.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს უპრეცედენტო მაჩვენებელია და რეგიონს კიდევ უფრო პოპულარულს გახდის.
ჩემპიონატი 2 აპრილს დასრულდება, გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.
ბათუმის თასის საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს, თანხა კი პირველ 8 გამარჯვებულზე გადანაწილდება.