
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 694-მდე გაიზარდა. დაშავებულია 1670 ადამიანი. თუმცა, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიანმარის ცენტრალურ ნაწილში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო. სტიქიური მოვლენის გამო, მიანმარში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ საგაინგიდან ჩრდილო-დასავლეთით, 16 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ძლიერი ბიძგები გავრცელდა ტაილანდსა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში.
სოციალურ მედიაში გავრცელდა დანგრეული შენობებისა და დაზიანებული საავტომობილო გზების ვიდეოკადრები.