
მოვუწოდებ ყველას, ვისაც სახელმწიფოებრივად აზროვნება შეუძლია, ვინც მათ შორის მზად არის, რომ ძალას დავუპირისპიროთ ძალა, გამომეხმაურეთ" - ამის შესახებ, ლევან ხაბეიშვილმა "ტელეკომპანია პირველის" ეთერში განაცხადა.
"მოვუწოდებ, ჩვენს, "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს, ამ ქვეყნის პატრიოტებს, არაპარტიულებს, მათ შორის იმ ადამიანებს, ვისაც ეს ქვეყანა უბრალოდ უყვარს - თუნდაც დაგვჭირდეს ძალის გამოყენება, აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია. ვიდრე ფიზიკურად არ დავიცავთ თავს, ვიქნებით სულ თავდაცვის რეჟიმში.
მოვუწოდებ ყველას, ვისაც სახელმწიფოებრივად აზროვნება შეუძლია, ვინც მათ შორის მზად არის, რომ ძალას დავუპირისპიროთ ძალა, გამომეხმაურეთ, ძალიან ბევრი უნდა შევგროვდეთ. ის კი აღარ უნდა იყოს, რომ არ ვიცოდეთ რა გვინდა აქციიდან - უნდა ვიცოდეთ, რომ ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა. თუ ყველა ერთად ვიქნებით და ძალას ძალას დავუპირისპირებთ და ვიტყვით რომ ახლა დედას გიტირებთ, დედას ვუტირებთ....," განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.