02 აპრილი 2025,   09:03
ვრცლად
"ჩვენ გვემუქრება რუსეთი, ნატო ოთხი წლის განმავლობაში შესაძლო თავდასხმისთვის უნდა მოემზადოს" - გენერალი კარსტენ ბრეიერი

გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა, ბუნდესვერმა, ინვესტიციების მასიურად გაზრდის ნებართვა მიიღო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტმა თავდაცვის ხარჯების მკაცრი ვალის წესებისგან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყნის უმაღლესმა გენერალმა BBC-ს განუცხადა, რომ ფულადი დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან თვლის, რომ რუსული აგრესია უკრაინაში არ შეჩერდება.

"ჩვენ გვემუქრება რუსეთი. ჩვენ გვემუქრება პუტინი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს", - აცხადებს გენერალი კარსტენ ბრეიერი.

მისი განმარტებით, ნატო ოთხი წლის განმავლობაში შესაძლო თავდასხმისთვის უნდა მოემზადოს.

"საქმე ის კი არ არის, რამდენი დრო მჭირდება, არამედ რამდენ დროს დაგვიტოვებს პუტინი მოსამზადებლად. რაც უფრო მალე მოვემზადებით, მით უკეთესი," - პირდაპირ ამბობს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი.

როგორც BBC-ის სტატიაშია აღნიშნული, ათწლეულების განმავლობაში, აქ ხალხი სამხედრო ძალაზე უარის თქმის, გერმანიის, როგორც ევროპაში აგრესორის წარსული როლის გაცნობიერებით აღიზარდა. თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ, გერმანიაში აზროვნება რადიკალურად შეცვალა.

 

დღის ამბები