19 მარტი 2025,   10:12
ვრცლად
სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზეც იმსჯელეს. სასამართლო პროცესი 31 მარტამდე გადაიდო.

დღეს ჟურნალისტის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო სახელაშვილის აცილება მოითხოვეს, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მზია ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, უკვე 12 იანვარს, ხელახლა დააკავეს, ამჯერად, სისხლის სამართლის წესით. მან ბათუმის პოლიციის უფროსს სილა გააწნა- საქმე პოლიციელზე თავდასხმის მუხლით აღიძრა. დღევანდელ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ მზია ამაღლობელის კოლეგები, ასევე გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები.

დღის ამბები