12 მარტი 2025,   16:18
ვრცლად
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, მოსკოვში ვიზიტს და პუტინთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, სტივ უიტკოფი მოსკოვში ვიზიტს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, - ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, უიტკოფი მოსკოვში ამ კვირაში გაემგზავრება.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვლადიმერ პუტინს თებერვალშიც შეხვდა, რასაც ამერიკელი სკოლის მასწავლებლის, მარკ ფოგელის აშშ-ში დაბრუნება მოჰყვა, რომელსაც რუსეთის ციხეში 14 წელი ჰქონდა მისჯილი სამედიცინო დანიშნულების გამოწერილი მარიხუანას შენახვის გამო.

დღის ამბები