10 მარტი 2025,   23:31
ვრცლად
პოდგორიცის ევროპის თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა

პოდგორიცის ევროპის თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ევროპის 2025 წლის თასის გათამაშება გაიმართა. ტურნირზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედლები მათე ბერუაშვილმა (-73 კგ) და საბა ქარდავამ (+100 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედალს კი ალექსანდრე ლოლაძე (-81 კგ) დაეუფლა. მათე ბერუაშვილმა ფინალი თურქ მოწინააღმდეგესთან, საბა ქარდავამ კი აზერბაიჯანელ მეტოქესთან დათმო. ალექსანდრე ლოლაძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ტაჯიკი სპორტსმენი დაამარცხა.

ქართველი ძიუდოისტები პოდგორიცის ევროპის თასზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

დღის ამბები