22 თებერვალი 2025,   12:28
ვრცლად
ლორა თორნტონს ეზიზღება საქართველო და ქართველი ხალხი - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ლორა თორნტონი ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად არის განწყობილი და მას "ეზიზღება ქართველი ხალხი", წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ეკონომიკურ კრიზისს არ უსურვებდა.

მათიკაშვილის თქმით, არ შეიძლება ამის შემდეგ ლორა თორნტონი საქართველოს მეგობრად დარჩეს.

"ამ ქალბატონს ჭურვის გასაშვები ღილაკი რომ მისცეს ვინმემ, სიამოვნებით დააწვება და ჭურვებს საქართველოს ესვრის, მანამდეც ისეთი განცხადებები აქვს გაკეთებული და დღეს ისეთ რამეებზე საუბრობს, რომ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის მტრული განცხადებებია, რომლის შინაარსი ცალსახაა.

ეს ქალბატონი ვერ იტანს, ეზიზღება საქართველო და ქართველი ხალხი. როგორ შეიძლება, ეკონომიკური კრიზისი უსურვოს ქართველ ხალხს. შეიძლება, მოისაკლისოს გვამების არარსებობა ამ ინსტიტუტმა, რომლის წარმომადგენელიც ის არის საქართველოში, და როგორ შეიძლება ამის შემდეგ ის ჩვენი ქვეყნის მეგობრად დარჩეს? ის არის მტრულად განწყობილი პერსონა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა, მომიტინგეებს მოუწოდა, პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში გადაიყვანონ. ლორა თორტონის საავტორო სტატია Сivil.ge-ზე გამოქვეყნდა. ოპედის სათაურია - "როგორ შეუძლიათ პროტესტის მონაწილეებს გამარჯვება?"

დღის ამბები