22 თებერვალი 2025,   19:23
ვრცლად
ლუის ენრიკე: კვარა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია...როდესაც 89-ე წუთზე, 7:0-ზე დაცვაში შესანიშნავად ითამაშა, სწორედ ეს მენტალიტეტია ის, რაც გვჭირდება

კვარა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია...როდესაც 89-ე წუთზე, 7:0-ზე დაცვაში შესანიშნავად ითამაშა, სწორედ ეს მენტალიტეტი არის ის, რაც გვჭირდება, - ესპანელმა საფეხბურთო მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"კვარა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, ამაში ეჭვი არ გვეპარება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში რთულია იპოვოთ ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს აძლიერებენ, ამას ყოველთვის აღვნიშნავ. მას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო ადაპტაციისთვის, რათა თანაგუნდელები უკეთ გაიცნოს. ნამდვილად სურს საკუთარი თავის დემონსტრირება, გუნდის დახმარება და როდესაც 89-ე წუთზე, 7:0-ზე დაცვაში შესანიშნავად ითამაშა, სწორედ ეს მენტალიტეტი არის ის, რაც გვჭირდება", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.

პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში ბრესტი საპასუხო მატჩში 7:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზულ შეხვედრაში თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

დღის ამბები