22 თებერვალი 2025,   21:10
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ დიალოგსა და პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობაზე.

დღის ამბები