22 თებერვალი 2025,   12:23
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ დიალოგსა და პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობაზე.

საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონულ კონტექსტში და შავი ზღვის რეგიონის პოტენციალის შემდგომ განვითარებას. შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს. აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე ბულგარეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა. მხარეებმა გამოხატეს მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა.

დღის ამბები