
საქართველოს სპორტის სამისნიტროს ინფორმაციით, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ანდორის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში ანდორელებმა გახსნეს. 84-ე წუთზე მაიკო ბებიამ ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი 86-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ გაიტანა.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2025 წლის ერთა ლიგის C ლიგის გათამაშების მეორე ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მისი მეტოქეები არიან: ანდორის, კვიპროსისა და მალტის ნაკრებები.