22 თებერვალი 2025,   20:26
ვრცლად
დიდთოვლობამ ჩოხატაურში პრობლემები შექმნა - რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია

დიდთოვლობამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

ყველა სოფელში მობილიზებულია ტექნიკა. გზის გაწმენდის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მობილიზებულნი არიან "ენერგო-პრო ჯორჯიას" ჯგუფები, რათა დროულად აღდგეს ელექტროენერგია.

წყლის მიწოდებაა შეწყვეტილი დაბაში, სადაც ასევე უწყვეტად მიმდინარეობს სამუშაოები.

დღის ამბები