22 თებერვალი 2025,   21:10
ვრცლად
დიდთოვლობის გამო გომბორზე შეზღუდვები ვრცელდება - კახეთის რეგიონში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა და ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია

საქართველოში უამინდობაა - მაღალმთიან რეგიონებში დიდთოვლობას ებრძვიან. ამ დრომდე, შეზღუდვები ვრცელდება გომბორზე. გზის პრობლემურ მონაკვეთზე ტექნიკური მარილი იყრება თუმცა, უამინდობის გამო, მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა დაშვებული.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, ინტენსიურმა თოვამ კახეთის რეგიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. შეჩერებული იყო მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, თუმცა, ამ დროისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა თითქმის ყველგან აღდგენილია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდებაც.

ყველაზე რთული ვითარება თელავის მუნიციპალიტეტში იყო, თუმცა, ინტენსიური სამუშაოების ჩატარების შედეგად, გზები გაიწმინდა და ამ დროისთვის, გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.

დღის ამბები