
კაშ პატელი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორად ოფიციალურად დაინიშნა. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რჩეულმა ფიცი დადო.
პატელი ამერიკის შეერთებული შტატების სენატში 51 ხმით რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერით აირჩიეს. ის FBI-თან ერთად, იუსტიციის დეპარტამენტსაც უხელმძღვანელებს.