22 თებერვალი 2025,   20:23
ვრცლად
დონალდ ტრამპი - "ვფიქრობ, პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს...ეს დიდი გარიგებაა"

ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა. დონალდ ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა სამშვიდობო შეთანხმების საკითხს და აღნიშნა, რომ ამის მიღწევის შანსი არსებობს:


"ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, იცით რატომ? ჩვენს გვინდა, შევაჩეროთ მილიონობით ადამიანის მკვლელობა, ახალგაზრდა ჯარისკაცები იღუპებიან, თქვენ არ გინახავთ სურათები, რომლებიც მე ვნახე - ისინი ბრძოლის ველზეა გადაღებული.

სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს. მე უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ რუსეთს სურს ამის გაკეთება - ახლა ვფიქრობ, რომ მიზანთან საკმაოდ ახლოს ვართ. მგონია, რომ მათ სურთ ეს და ეს მნიშვნელოვანია. ეს დიდი გარიგებაა. ეს გარიგება გვტოვებს იმ ქვეყანაში, ისინი კი ძალიან კმაყოფილები არიან ამით, ჩვენ კი ვიბრუნებთ ჩვენს ფულს. ხელმოწერა ამ საკითხზე დიდი ხნით ადრე უნდა მომხდარიყო, ვიდრე მოლაპარაკებებში ჩვენ შევიდოდით. ბაიდენს უნდა მოეწერა ხელი, მაგრამ ბაიდენმა არც იცოდა დიდად რას აკეთებდა. ფაქტია, ომი არ უნდა მომხდარიყო," -აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დღის ამბები