22 თებერვალი 2025,   12:08
ვრცლად
დონალდ ტრამპის ხისტი პოლიტიკა უკრაინის მიმართ - საქართველო სამშვიდობო მოლაპარაკების დასრულებას განსაკუთრებული ინტერესით აკვირდება

დონალდ ტრამპის ხისტი პოლიტიკა უკრაინის მიმართ და ვაშინგტონის მხარდაჭერის გარეშე ევროპის პოლიტიკური კრახი, განხილვის თემაა თბილისშიც. სამშვიდობო მოლაპარაკების დასრულებას განსაკუთრებული ინტერესით აკვირდება საქართველო - ოკუპირებული ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე იმეორებდა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

უკრაინის ომთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკა, სახელისუფლებო გუნდისთვის გასაკვირი არ ყოფილა. მმართველ პარტიას ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. "ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ ამერიკის პრეზიდენტის და ევროპელი ლიდერების პოზიციებიც დაახლოვდება.

ზელენსკის მიმართ ტრამპის დამოკიდებულებას არ იზიარებს, თუმცა ამერიკის პრეზიდენტს დღეს უკვე ნაკლებად აკრიტიკებს ოპოზიცია. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ხელისუფლების ოპონენტებს კონკრეტული შეფასების გაკეთება უჭირთ, უკრაინის ომთან დაკავშირებით ამერიკის და ევროპის განსხვავებული მიდგომებია. თუმცა, არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, თეთრი სახლის მოწოდებებს, ოპოზიცია უკრაინის შიდა პოლიტიკაში ჩარევად მიიჩნევს.

ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში ღიად ამბობენ, რომ უკრაინის ომზე ტრამპის პრეტენზიები საფუძვლიანია. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ომის დაწყების წინაპირობებთან დაკავშირებით თავიდანვე არაერთი კითხვის ნიშანი იყო.

ომის თავიდან აცილების შესაძლებლობაზე, "ქართული ოცნება" ომის დაწყების დღიდან საუბრობდა. ამ საკითხზე ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპმაც.

დღის ამბები