22 თებერვალი 2025,   20:49
ვრცლად
დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონსა და კირ სტარმერს მომდევნო კვირას შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს მომდევნო კვირას შეხვდება.

ინფორმაცია აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრის შესახებ უკვე დაადასტურა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. ჯერჯერობით, არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია მთავარ თემებზე, რომლებსაც სამი ქვეყნის პირველი პირები განიხილავენ თუმცა, შესაძლოა, ეს იყოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება და ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების საკითხები.

დღის ამბები