22 თებერვალი 2025,   19:23
ვრცლად
დონალდ ტრამპი - ზელენსკის არანაირი კოზირი არ აქვს, არ მგონია, რომ შეხვედრებზე მისი დასწრება მნიშვნელოვანი იყოს, ის ძალიან ართულებს შეთანხმებების მიღწევას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის "არ აქვს კოზირები ხელში" რუსეთთან მოსალაპარაკებლად. ამის შესახებ ტრამპმა "ფოქს რადიოსთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "არ მიაჩნია, რომ ზელენსკი მნიშვნელოვანია შეხვედრებზე დასასწრებად“.

„წლებია, ვაკვირდები და ვხედავ, როგორ აწარმოებს მოლაპარაკებებს კოზირების გარეშე. მას არანაირი კოზირი არ აქვს. და ეს გაღიზიანებას იწვევს. უბრალოდ გაღიზიანდები და მე უკვე გავღიზიანდი. ასე რომ, არ მგონია, რომ მნიშვნელოვანია მისი შეხვედრებზე დასწრება, გულწრფელად გეტყვით. ის ძალიან ართულებს შეთანხმებების მიღწევას“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის განცხადებითვე, არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს.

"მას არ სჭირდება გარიგების დადება, რადგან თუ მოისურვებდა, მთელ ქვეყანას წაიღებდა“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და უკრაინის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის ომის პრევენცია შეეძლოთ.

"რუსეთი დაესხა თავს უკრაინას, მაგრამ ამის მიზეზი არ არსებობდა და მათი გადარწმუნება შესაძლებელი იყო. არ არსებობდა მიზეზი რუსეთის თავდასხმის. ეს წლები გრძელდებოდა და შეჭრის მიზეზი არ არსებობდა. ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. ყოველ ჯერზე, როცა ვამბობ: „ეს რუსეთის ბრალი არ არის“, – მე ყოველთვის ფეიკ ნიუსებით მავსებენ, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ბაიდენი არასწორ რაღაცებს ამბობდა, ზელენსკი არასწორ რაღაცებს ამბობდა, მათ თავს დაესხა ვიღაც, ვინც ბევრად უფრო დიდი და ბევრად უფრო ძლიერია. ამის გაკეთება ცუდია. ამას არ აკეთებ, მაგრამ რუსეთის გადარწმუნება ასე ადვილად შეიძლებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.

დღის ამბები