22 თებერვალი 2025,   12:11
ვრცლად
რუსთავის მერია შაბათ-კვირის სპორტული სკოლის და მწვრთნელთა პროფესიული უნარების განვითარების პროექტების განხორციელებას იწყებს

რუსთავის მერია, მუნიციპალური სერვისების რეფორმების ფარგლებში, ორი ახალი პროგრამის - შაბათ-კვირის სპორტული სკოლის და მწვრთნელთა პროფესიული უნარების განვითარების პროექტების განხორციელებას იწყებს.

ახალ სპორტულ-საგანმანათლებლო პროექტს რუსთაველ სპორტსმენებს და ახალგაზრდებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე წარუდგენს.

პრეზენტაციას რუსთაველი სპორტსმენები და მწვრთნელები დაესწრებიან.

შაბათ-კვირის სპორტული სკოლა, 10-დან 16 წლის ჩათვლით მოზარდებისთვის, სპორტის სხვადასხვა დისციპლინაში, თეორიული ცოდნის მიღების ახალი შესაძლებლობა იქნება. რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების და რეფორმების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგ- მოდულით, ლექციებს, რუსთაველ ბავშვებს, საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები წაუკითხავენ.

სპორტის განვითარებას და რუსთაველი მოზარდებისთვის თანამედროვე სერვისების შეთავაზებას ემსახურება მეორე ახალი პროექტიც, რომელიც რუსთავში მოქმედი სპორტული სკოლების მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სპორტულ სკოლებში თანამედროვე მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად.

პროექტი, საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება და მასში 63 რუსთაველი მწვრთნელი იქნება ჩართული. სპეციალური საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ, თითოეული მათგანი, სერტიფიკატს მიიღებს.

ორივე ახალი პროექტი, რუსთავის სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმში განხორციელდება.

დღის ამბები