22 თებერვალი 2025,   11:56
ვრცლად
"არ შემიძლია გავაგრძელო მუშაობა კომბსის ადვოკატად" - P Diddy-ს უფლებადამცველმა იურიდიული გუნდი დატოვა

შონ კომბსი, იგივე P Diddy, ახალი კრიზისის წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატმა ენტონი რიკომ მისი იურიდიული გუნდი, იდუმალი განცხადებით დატოვა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. 

"არავითარ შემთხვევაში არ შემიძლია გავაგრძელო ეფექტურად მუშაობა შონ კომბსის ადვოკატად," - განაცხადა ადვოკატმა.

ენტონი რიკომ ასევე თქვა, რომ მისი გადადგომა არ გამოიწვევს მიმდინარე განრიგის შეფერხებას და კომბსი სასამართლოს წინაშე მაისში წარდგება.

55 წლის შონ კომბსი, ბრუკლინის ციხეში ამ დრომდე რჩება. ის გასული წლის სექტემბერში დააკავეს.

P Diddy-ს 17 სექტემბერს ფედერალურად წაუყენეს ბრალი შეთქმულების, სექსუალური ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის მიზნით ტრანსპორტირებაში.

პროკურორები ამბობენ, რომ ის აჩუმებდა მსხვერპლებს შანტაჟითა და ძალადობის გზით, მათ შორის გატაცებით და ცემით.

დღის ამბები