
ევროპას შეუძლია და უნდა გააკეთოს მნიშვნელოვნად მეტი, რომ მიაღწიოს ნამდვილ მშვიდობას, - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობებს შორის ხელშეკრულების პროექტი, რომელზეც უკრაინისა და აშშ-ს გუნდები მუშაობენ, არის შეთანხმება, რომლის " სამართლიან შედეგსაც" მოუთმენლად ელის:
"მთავარი დასკვნა, რაც ჩვენ გავაკეთეთ: ევროპას შეუძლია და უნდა გააკეთოს მნიშვნელოვნად მეტი, რომ მიაღწიოს ნამდვილ მშვიდობას. ეს შესაძლებელია. ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს ევროპაში გვაქვს მკაფიო წინადადებები და მათზე დაყრდნობით შეგვიძლია უზრუნველვყოთ ევროპული სტრატეგიის განხორციელება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გაკეთდეს ამერიკასთან ერთად, დღეს უკრაინისა და აშშ-ს გუნდები მუშაობენ მთავრობებს შორის ხელშეკრულების პროექტზე. ეს არის შეთანხმება, რომელსაც შეუძლია, გააძლიეროს ჩვენი ურთიერთობები, მთავარია დეტალების დამუშავება მისი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, მოუთმენლად ველოდები შედეგს - სამართლიან შედეგს,"- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.