30 იანვარი 2025,   12:36
ვრცლად
სარაკეტო იერიში ქალაქ მიკოლაივზე - დაღუპულია 2 ქალი

ოკუპანტებმა გუშინ, დღის ბოლოს, ქალაქ მიკოლაივზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი, დაღუპულია 2 ქალი. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის - საკვების გადამამუშავებელი ქარხანა. 

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაიღუპა 1 ადამიანი. უკრაინის გენერალური შტაბი ყველაზე ცხელ მიმართულებად კვლავ პოკროვსკის ასახელებს.

უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსულმა ჯარმა დონეცკის ოლქში "ველიკა-ნოვოსილკის" დაკავება შეძლეს და სხვა 4 დასახლების მიმართულებით დაწინაურდნენ.

უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის "კანონიერი გზა" არსებობს, მაგრამ მოსკოვი ვერ ხედავს კიევის მხრიდან ჩართულობის სურვილს, - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

კითხვაზე საპასუხოდ, შესაძლებელია თუ არა უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები, პუტინმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების გამართვა ნებისმიერთან შეიძლება, თუმცა ამას ზელენსკის არალეგიტიმურობა ართულებს, რადგან, მანდატის ვადის გასვლის შემდეგ, იგი კვლავ ხელისუფლებაში დარჩა.

დღის ამბები