30 იანვარი 2025,   21:55
ვრცლად
აშშ 30 000 არალეგალი მიგრანტის გუანტანამოს ყურეში გაგზავნისთვის ემზადება

ამერიკის შეერთებული შტატები 30 000 არალეგალი მიგრანტის გუანტანამოს ყურეში გაგზავნისთვის ემზადება. აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს სამხედრო-საზღვაო ბაზაზე შესაბამისი დაწესებულების მომზადების შესახებ.

დონალდ ტრამპი განმარტავს, რომ ეს ის პირები არიან, რომლებიც "საფრთხეს უქმნიან ამერიკის საზოგადოებას."

ტრამპის ამ გადაწყვეტილებას კუბის პრეზიდენტმა სისასტიკე უწოდა.

ამავე დროს, ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აქტსაც, რომელიც ფედერალურ მთავრობას ავალდებულებს, დააკავოს არალეგალურად მცხოვრები მიგრანტები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან დანაშაულის ჩადენაში, მაშინაც კი, თუ მათ ბრალი ჯერ არ აქვთ წაყენებული.

დღის ამბები