კიდევ ერთი მძიმე ღამე უკრაინაში - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, დედაქალაქში "შაჰედის" დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. გავრცელდა ინფორმაცია კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.
დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, რუსულმა დრონმა ღამით იერიში საცხოვრებელ კორპუსზე მიიტანა, დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ პოკროვსკის მიმართულება რჩება.