30 იანვარი 2025,   18:42
ვრცლად
თბილისის ნაწილს 30 იანვარს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

"თელასის" ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 30 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღომის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის (ნაწილობრივ), მარჯორი უორდროპის, არტურ ლაისტის, გრიგოლ აფშინაშვილის, მიხეილ აბრამიშვილის, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის და მეგობრობის ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები