30 იანვარი 2025,   22:31
ვრცლად
ყოფილ ამერიკელ სენატორს, ბობ მენენდესს, ქრთამის აღებისა და უცხოური აგენტობის გამო, 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - მედია

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ყოფილ ამერიკელ სენატორს, ქრთამის აღებისა და უცხოური აგენტობის გამო, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბობ მენენდესი პირველი ამერიკელი სენატორია, რომელიც უცხოურ აგენტად მოქმედებისთვისაც გაასამართლეს

გამოძიების ცნობით, მენენდესი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნისას, სხვა ქვეყნის ინტერესების გატარების სანაცვლოდ, დიდი ოდენობით ქრთამს იღებდა.

ყოფილ სენატორს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე ბრალი 2023 წლის 23 სექტემბერს წაუყენა. 2024 წელს ყოფილი ამერიკელი სენატორი მასშტაბურ კორუფციულ სქემაში დამნაშავედ ცნეს.

მედიის ინფორმაციით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, მისი სახლის ჩხრეკისას, 100 000 დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 480 000 დოლარი გადამალული ნაღდი ფული იპოვა.

დღის ამბები