"მოკალი ქოცი", "რევოლუცია" - ამ შინაარსის წარწერები მეტროსადგურებთან და მიწისქვეშა გადასასვლელებთან დღეს დილიდან გამოჩნდა. ავტორი უცნობია, თუმცა მმართველი პარტია ოპოზიციის ხელწერას ხედავს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს ძალადობისკენ კიდევ ერთი პირდაპირი მოწოდებაა.
განსხვავებული არგუმენტები აქვს ოპოზიციას. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოვლენების ფარგლებში. პროტესტის ეს ფორმა ბუნებრივია. მათი თქმით. მოწოდებები გამოხატვის თავისუფლების ნაწილია.
მსგავსი შინაარსის განცხადებები ოპოზიციის მხრიდან მოულოდნელი არ ყოფილა უმრავლესობისთვის. სახელისუფლებო გუნდში წარსულში მომხდარ მსგავს ფაქტებსაც იხსენებენ და აცხადებენ რომ საკითხზე გამოხმაურება არც დიპლომატებისგან მოუსმენიათ.
მმართველ გუნდს მოლოდინი აქვს რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდებიან.