პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია "ქართული ოცნების" მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას ეხმაურება.
როგორც ეხვაია აღნიშნავს, საკმარისია ამდენი დათქმები, შანტაჟი და მანიპულაციები. მისივე თქმით, უნდა დასრულდეს რევერანსებისა და კომპრომისების ეპოქა, რადგან ამ ძალებთან დიალოგი და ყველანაირი გადატვირთვის მცდელობა ჩანასახშივე განწირულია.
"საკმარისია ამდენი დათქმები, შანტაჟი და მანიპულაციები, უნდა დასრულდეს რევერანსებისა და კომპრომისების ეპოქა, ამ ძალებთან დიალოგი და ყველანაირი გადატვირთვის მცდელობა ჩანასახშივე განწირულია - არცერთი ნაბიჯი უკან, ჩვენთვის ამოსავალია ჩვენი ხალხის კეთილდღეობა და ეროვნული ინტერესები!", - წერს ლუკა ეხვაია.