"გლობალური ეკონომიკური ტენდენციების ზეგავლენა და რისკები" - ამ სახელწოდებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სემინარს უმასპინძლა.
განიხილეს რეგიონის გამოწვევები და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის გზები. სემინარის მიზანი არსებული ეკონომიკური ტენდენციების გამოკვეთა და სამომავლო რისკების ანალიზი იყო.
სემინარს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საფინანსო სექტორის, ანალიტიკური ცენტრებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.