აშშ-ის პრეზიდენტი ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. დონალდ ტრამპი წერს, რომ ეს შემთხვევა არ უნდა მომხდარიყო.
"თვითმფრინავი დაშვებისთვის იდეალურ და ჩვეულებრივ ტრაექტორიაზე იყო. ვერტმფრენი დიდ ხნის განმავლობაში პირდაპირ თვითმფრინავზე მიფრინავდა. ნათელი ღამე! თვითმფრინავს ჩართული ჰქონდა შუქები, რატომ არ წავიდა ვერტმფრენი ქვემოდ ან ზემოდ, ან არ მობრუნდა? რატომ არ უთხრა სადისპეტჩერო კოშკურამ ვერტმფრენს, რა უნდა გაეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ ეკითხებოდა, ხედავდა თუ არა თვითმფრინავს? ეს ცუდი მოვლენაა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო. არ კარგი არ არის", - დაწერა ტრამპმა.
ვაშინგტონთან, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად, სამხედრო ვერტმფრენი, რომელშიც 3 სამხედრო იყო, American Airlines-ის თვითმფრინავს შეეჯახა. უიჩიტა-ვაშინგტონის რეისზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.