გურიაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. პროექტი ამჟამად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება. ადგილზე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალური გზის რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში, სოფელში ჯამში 5 კილომეტრი გზის საფარი დაიგება.