30 იანვარი 2025,   18:40
ვრცლად
მსოფლიო ჯანდაცვის ლიდერები ვირუსის ახალი ეპიდემიის გამო შეშფოთებულები არიან - ვირუსმა ტანზანიაში 9 სიცოცხლე უკვე შეიწირა

მსოფლიო ჯანდაცვის ლიდერები ვირუსის ახალი ეპიდემიის გამო შეშფოთებულები არიან. ვირუსის, რომელსაც "სისხლდენის" ვირუსით მოიხსენიებენ "ებოლას" მსგავსია და მან უკვე 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

აფრიკის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მმარბურგმა, ერთ-ერთმა ყველაზე მომაკვდინებელმა პათოგენმა, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა, ტანზანიაში ათი ადამიანი უკვე დააინფიცირა. აქედან 9 ადამიანი დაიღუპა, რაც სიკვდილიანობის 90%-ს წარმოადგენს.

შემთხვევები დაფიქსირდა ტანზანიის კაგერას რეგიონში. რეგიონი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და იქ თითქმის სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მედიის ცნობით, ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბი გაფართოვდება, რადგან ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც დედაქალაქ დარ-ეს სალამში მდებარეობს, მატარებლით ადვილად მისადგომია.

დღის ამბები