საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალური ქსელით ეხმაურება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.
"არ იქნება სამართლიანი მოპყრობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, არ იქნება საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში!"- წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში"