30 იანვარი 2025,   18:36
ვრცლად
"ბლეფია, პროპაგანდაა, ტყუილია" - ამ სიტყვებით ამკობს ოპოზიცია აბუ-დაბიში გაფორმებულ ხელშეკრულებას და დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტიციის შემოსვლას

ოპოზიციის კრიტიკა 6 მილიარდიან ინვესტიციაზე მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი აღიარებაა, რომ მათი ოპონენტები თავიანთი პოლიტიკური მიზნების გამო, ქვეყნის და მოსახლეობის ინტერებს უპირისპირდებიან. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პრემიერის ვიზიტის დროს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაფორმებული ხელშეკრულება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც თითოეულ მოქალაქეზე აისახება.

ოპოზიციის ნაწილი, 6 მილიარდიან ინვესტიციას გაერთიანებული საემიროებიდან რუსულ კაპიტალს უწოდებს, ნაწილი კი ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს. "ლელოში" ამბობენ, რომ ასეთი ინვესტიცია საერთოდ არ არსებობს.

ოპოზიციის პრეტენზიები მმართველი გუნდისთვის არასერიოზულია. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ საქართველოში 6 მილიარდიანი ინვესტიციის და მსოფლიოში ცნობილი "იმაარ ჯგუფის" შემოსვლით, სრულიად ახალი ეტაპი დგება, როგორც შუა დერეფნის განვითარების კუთხით, ასევე რეგიონულ ჭრილში. ქვეყანა საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება.

"იმაარ ჯგუფის" შვილობილ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში 27 იანვარს გაფორმდა. კომპანია თბილისსა და გონიოში მულტიფუნქციურ დეველოპერულ პროექტებში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

დღის ამბები