სირიის პრეზიდენტად აჯანყებულების ლიდერი აჰმედ ალ-შარაა დაინიშნა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აჰმედ ალ-შარაა პრეზიდენტის თანამდებობას "გარდამავალ პერიოდში" დაიკავებს. ის დროებით საბჭოს შექმნის, რომელიც ახალი კონსტიტუციის დამტკიცებამდე, ქვეყნის მართვაში მიიღებს მონაწილეობას.
აჰმედ ალ-შარაა ამბოხებულების ერთ-ერთი ლიდერია, რომლის მეთაურობითაც მებრძოლებმა ასადის რეჟიმი დაამხეს და დამასკო აიღეს.