"ბათუმელების" დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავესო - აღშფოთებულია სრულიად ოპოზიცია, არასამთავრობოები და პარტიული ტელევიზიები", - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ელოდება უმწვავეს განცხადებებსა და სანქციებს ბალტიისპირეთისგან, ჯო უილსონისა და ენტონი ბლინკენისგან, თუმცა, ასევე ინტერესდება, მათ ქვეყნებში რა სასჯელს მიიღებდა პირი, თუ პოლიციელს სახეში გაარტყამდა.
"ბათუმელების" დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავესო - აღშფოთებულია სრულიად ოპოზიცია, არასამთავრობოები და პარტიული ტელევიზიები. ველოდებით უმკაცრეს განცხადებებს და სანქციებს ბალტიისპირეთიდან, ჯო უილსონისგან და ბლინკენისგან, ზელენსკიც იტყვის ალბათ ერთ ორ სიტყვას. ისე მაინტერესებს, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ან აშშ-ში პოლიციელისთვის სახეში გარტყმისთვის მარტო დაკავებას თუ აკმარებდნენ?!" - წერს ნიკოლეიშვილი.