ჩეხეთის ერთ-ერთ ქალაქში, რესტორნის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა ქალაქ მოსტში მოხდა.
ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, ტერიტორიიდან 30 ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე სასწრაფო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.