შვეიცარია მზადყოფნას გამოთქვამს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკოლას ბიდომ შვეიცარიული გაზეთ Le Temps-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ბურგენსტოკში გამართული სამიტის შემდეგ, უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს რეგულარულად ვაწვდიდით ინფორმაციას ჩვენი მზადყოფნის შესახებ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ დიპლომატიური ძალისხმევას მშვიდობის დამყარებისთვის", - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
Le Temps-ი წერს, რომ შვეიცარიის ხელისუფლება მოლაპარაკებების ორგანიზების ინიციატივას არ აპირებს, მაგრამ მზადაა გააკეთოს ეს მხარეების თხოვნით.