სლოვაკეთის პრემიერმა, რობერტ ფიცომ უკრაინა, როგორც არასაიმედო პარტნიორი, მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ მობეზრდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპაში სიარული, მისი "მათხოვრობა" და სხვების "შანტაჟი".
მისივე თქმით, უკრაინიდან სლოვაკეთის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის საკითხზე არსებობდა ორი ვარიანტი, თუმცა, ფიცოს თქმით, ზელენსკიმ ეს შეთანხმება ჩაშალა.
"ევროპაში დადის, უბრალოდ მათხოვრობს და სხვებს აშანტაჟებს, ფულს ითხოვს. ეს უბრალოდ უნდა შეწყდეს. რუსეთს არასდროს მოვუტყუებივართ უკრაინისგან განსხვავებით. მახსოვს სიტუაცია 2009 წელს, როდესაც უკრაინაში ვიყავი, უკრაინის პრემიერ-მინისტრ ტიმოშენკოს მივმართე თხოვნით, რომ რეზერვუარებიდან, რომლებიც მათ დასავლეთ უკრაინაში აქვთ, ცოტა გაზი ჩვენთვის მოეცათ. პასუხად მივიღე, რომ ჯანდაბაშიც წავსულიყავი. ეს ტიპური უკრაინული ქცევაა", - განაცხადა ფიცომ.